50 წელიწადზე მეტია ფრანგული კომპანია 5ასეკი ქიმწმენდისა და რეცხვის მომსახურების სფეროში მოღვაწეობს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელს ტანსაცმლის წმენდისა და სხვადასხვა ტიპის ქსოვილის მოვლის მაღალი ხარისხის სერვიისს სთავაზობს.
მშრალი წმენდა 60-იან წლებში
თავდაპირველად, 60-იან წლებში, ტექსტილის მოვლა მშრალი წმენდით ხორციელდებოდა. მომსახურება ძირითადათ შეძლებულ მომხმარებელზე იყო გათვლილი, თუმცა, გააჩნდა მრავალი ხარვეზი. მათ შორის ვადაში გაწელილი პროცესი, რაც კლიენტთა უკმაყოფილებას იწვევდა.
5ასეკის გამოჩენა ბაზარზე
5ასეკ-მა პირველი ფილიალი 1968 წელს გაიხსნა. იგი ბაზარზე ინოვაციური მომსახურებით შემოვიდა, რაც გულისხმობდა 5 სხვადასხვა ფასსა და რეცხვის მეთოდს. შესაბამისად, სერვისი მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამასთან, ქიმწმენდისა და სამრეცხაო მომსახურების მაღალი ხარისხი კომპანიისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩებოდა.
თვალწარმტაცი განვითარება
5ასეკი სწრაფად და წარმატებულად ვითარდებოდა. მომხმარებელზე სწორედ მორგებულმა სერვისმა მალევე გაზარდა მასზე მოთხოვნა, რამაც განაპირობა მომსახურების წერტილების გახსნა მთელი საფრანგეთის მასშტაბით. დღეს, 5ასეკის წარმომადგენლობა პირდაპირი ან ფრანჩაიზინგის სახით მსოფლიოს 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი.