ჩვენი 50 წლიანი გამოცდილება არის თქვენი მომსახურების ხარისხის გარატი და ოპტიმალური ზრუნვა თქვენს ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე.

ჩვენი მიდგომა ეფუძნება 5 საფეხურიან სისტემას:

ტექსტილის დიაგნოსტიკა

თქვენი ნივთების მიღებისას, იქნება ეს ტანსაცმელი თუ საყოფაცხოვრებო თეთრეული, ხდება ტექსტილის გულდასმით დათვალიერება, მისი ფაქტურის დადგენა და არსებული ლაქების დიაგნოსტიკა. განისაზღვრება ქსოვილის შესაძლო ცვლილების რისკი.

აღნიშნული დიაგნოსტიკის საუძველზე, ჩვენი ექსპერტები გირჩევენ წმენდის შესაბამის ტიპს.

ლაქების წინასწარი დამუშავება

ლაქის დამუშავება ხდება ლოკალურად. ლაქების უკეთესად ამოსაყვანად 5àsec-მა შეიმუშავა სპეციალური პროდუქტები, რომლებიც დაყოფილია კატეგორიებად და  თითოეული მათგანი შეესადაგება სხვადასხვა ლაქის ტიპს, ფერისა  და მისი წარმომავლობის მიხედვით.

მშრალი წმენდა ან რეცხვა

ჩვენი კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი ინოვაციური მეთოდებით ავითარებს დასუფთავების მრავალფეროვან ტექნიკას, რის შედეგადაც იქმნება ყველა ტიპის ტექსტილზე მორგებული  სპეციალიზირებული პროდუქტი.

საუთაო

ჩვენი მიზანია, დაგიბრუნდეთ იდეალურად დაუთოებული ნივთები. ჩვენი ექსპერტები იყენებენ დაუთოების სპეციალურ მეთოდს, რომელიც არ აზიანებს ქსოვილის ბოჭკოს. თქვენთვის საუკეთესო სერვისის გასაწევად, აღნიშნული ტექნიკა მუდმივად ვითარდება.

ხარისხის კონტროლი

თქვენი ნივთების დაბრუნებამდე  ჩვენ ვამოწმებთ წმენდისა და დაუთოების ხარისხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ სამუშაო არის შესრულებული უნაკლოდ და შეესაბამება ჩვენი ხარისხის სტანდარტებს.